მზად ვართ, მივაწოდოთ მეტი იარაღი უკრაინას და დავუწესოთ მეტი სანქციები რუსეთს – ტრასი

დიდი ბრიტანეთის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააწესოს შემდგომი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გააგრძელებს ამას მანამ, ვიდრე მოსკოვი სრულად არ დატოვებს უკრაინას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთი მეტს იარაღს მიაწვდის უკრაინას, მეტ სანქციებს დაუწესებს რუსეთს და მხარს დაუჭერს უკრაინას, აიძულოს რუსეთი მისი ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარი მისი ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ამილახვარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, რაც მთავარი ბარიერია სტატუსის მოპოვების გზაზე – ჩიხლაძე