,,მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მისთვის დიდი პატივია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეობა.

,,მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში შეიქმნა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს და მის პირველ თავმჯდომარეს რომელმაც მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცენდენტი საქართველოს აქამდე არ ქონია.
ჩვენმა პარტიამ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა ყველა ეტაპი გაიარა. ,,ქართულ ოცნება” ოპოზიციური პარტიიდან მმათველ პარტიად იქცა და საქართველოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
მინდა მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა.
მადლობა პოლიტიკურ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას პარტიის თითეულ წევრს და მხარდაჭერს ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს აღმშენებლობის პროცესში და უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ შეცდომების აღიარება და რეალობისათვის თვალის გასწორება არ გაგვჭირვებია