კოალიცია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ნებისმიერ ეთერში და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მსჯელობას სთავაზობს, სადაც, მისი თქმით, დაასაბუთებს, რატომ აზიანებს ოპოზიციას ადგილბრივ არჩევნებში მონაწილეობა და რა უნდა გაკეთდეს არჩევნებზე არგასვლის პარალელურად.
“მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტვ- ში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.
ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.
ახლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოჰყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით.
რადგან დისკუსია გახსნილია დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze დავსხდეთ ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ”, – წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და “ლელო”, ისევე როგორც გიორგი გახარია და მისი პარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს არ ემხრობიან.