“მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი“ – შოთაძე პარლამენტში მივიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში იმყოფებიან. ისინი დღეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ.

კომისიის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

„კომისია დასრულდება, რომელიც იქნება პირდაპირ ეთერში და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მცირე კომენტარი გააკეთა ყოფილმა მთავარმა პროკურორმაც.

“მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი კომისიის წინაშე, ახსნა-განმარტების მისაცემად და მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშითეოლოგები სინოდის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმებიან
შემდეგი სტატიაარიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ – სერგი კაპანაძე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს