,,მზად ვარ, მოვიყვანო ზაზა ჭაია, ჩვენება მაინც მოგვცეს“ – მღებრიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე

ზაზა ჭაიას განცხადებაზე დეპუტატის გივი თარგამაძის შეკითხვას პასუხი გასცა შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ის მზად არის გაეცნოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის მოსაზრებას.
,,რაც შეეხება ჭაიაას განხცხადებას, მე პირველად მესმის და მზად ვარ მოვიყვანოთ ეს ადამიანი და ელემენტარულად ჩვენება მაინც მოგვცეს“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ჭაია აცხადებს, რომ მისცენ სპეციალური ერთჯერადი საქმის გამოძიების უფლება და ის 60-70 დღეში პროკურატურას წარუდგენს რეალურ საგამოძიებო სურათს.

banner
წინა სტატიაშინიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული