მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ დროს პარლამენტში და წარვადგინო ჩვენი ანგარიში – პრემიერი

მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ დროს პარლამენტში და წარვადგინო ჩვენი ანგარიში – განაცხადა, პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ მზად არის ანგარიშის წარსადგენად რიგგარეშე სესიაზე მივიდეს.

„მივიღე გადაწყვეტილება კოლეგებთან ერთად და მზად ვარ ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი ანგარიში ნებისმიერ დროს მატ შორის რიგგარეშე სესიაზე,“-განაცხადა პრემიერმა.

დღეს მამუკა ბახტაძე პარლამენტში მთავრობის სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინა, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება რომ მიეღო, კატასტროფულად არასწორი​ იქნებოდა
შემდეგი სტატიადიახ ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე