მზად ვარ პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ივანიშვილის გასტუმრებაში

თუ გავითვალისწინებთ რას ამბობს რუსეთის ხელისუფლება და რა მესიჯებს უშვებენ ქოცების მხარდამჭერები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ივანიშვილის მხარდასაჭერად შეწყვიტა ფრენები ორ ქვეყანას შორის. რუსეთის ხელისუფლება ამბობს: არ აღდგება ფრენები, სანამ ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხე არ გამოირიცხებაო, ანუ პრაქტიკულად სანამ საპროტესტო აქციები არ შეწყდებაო. ქოცების მხარდამჭერები კნავიან, ხომ ხედავთ, ვიღუპებით, მშივრები ვრჩებით ამ აქციების გამო და დროზე თუ არ შეწყდება, სეზონი ჩავარდება, ლარი გავარდება, ხალხი დაიღუპებაო. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პირად ბიუჯეტსაც დაარტყა ფრენების შეწყვეტამ და ზარალს ვიღებ ყოველდღიურად, მე მზად ვარ ამ დარტყმისთვის და მზად ვარ ამ გზით პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ივანიშვილის გასტუმრებაში. რუსებო(ვაკონკრეტებ, რომ ხელისუფლებას ვგულისხმობ) და ქოცებო, შეგვეშვით რა, თქვენი ჭირიმე-წერს ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირუსი ჟურნალისტი შევჩანკო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ირანის ომზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა