“მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება”- ჩერნოვეცკის მიმართვა პრემიერ-მინისტრს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

პოლიტიკური მოძრაობის “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სხვა მსგავსიტიპის საფინანსო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ, რის გამოც ის პრემიერ-მინისტრს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას სთავაზობს.

“ბატონო გიორგი! დღეს მინდა მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა სეხება.

საქართველოს მოქალაქეებს უდიდესი პრობლემა აქვთ, მათ უმეტესობას აქვთ სესხები და დღითიდღე სულ უფრო და უფრო უჭირთ მათი დაფარვა. მართალია, დასავლური სამყაროც სესხებით ცხოვრობს და ამაში ცუდი არაფერია,მაგრამ ის პირობები, რომლებიც საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს (ონლაინ–საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და ა.შ) აქვთ (წლიური 300-400-700 პროცენტი) – ეს არის ძარცვა და კრიმინალი.

სამწუხაროდ, ათობით არასაბანკო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც გასცემს სწრაფ ონლაინ-სესხებს და სხვა სახის კრედიტებს წლიურ 300-700 და უფრო მეტ პროცენტად, რაც მსოფლიო მასშტაბით არარეალურია და დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს მოსახლეობას, რის შედეგადაც მოქალაქეები აღებული ვალდებულებებიდან გამოსავალს ვეღარ პოულობენ.

ახალგაზრდები, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები და არა მარტო ისინი, იძირებიან უზარმაზარ კრედიტებში, რომლებსაც ვერ ფარავენ და აქედან გამომდინარე მათი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი – ახალგაზრდობა – დიდი პრობლემებით იწყება. სამწუხაროდ, უამრავი შემთხვევაა, როცა ასეთი მოუგვარებელი პრობლემები ფატალურად მთავრდება. ეს ახალგაზრდები იწყებენ კრიმინალურ, უკანონო საქმიანობას, ან კიდევ უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადიან და ტრაგიკულად ამთავრებენ სიცოცხლეს.

ჩვენი საერთო მიზანია – ავაშენოთ ბედნიერი საქართველო, სადაც დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკისმთავარი პრინციპები და სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე იზრუნებს.
ის, რაც ახლა ხდება, არის სახელმწიფოს დანაშაული თავისი ხალხის წინაშე, რადგან გამოუცდელ ახალგაზრდებსა და უბრალო, გაჭირვებულ მოქალაქეებს კრედიტების მახეში აბამენ და მხოლოდ ერთეულებს შეუძლით სწრაფად დააღწიონ თავიანთ პრობლემებს.

კრედიტები ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაიცემა, არ მოწმდება რამდენად გადახდისუნარიანია მოქალაქე, ეს კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების პირდაპირი დარღვევაა. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს პრევენციული ზომების გატარებაზე. ამ საქმიანობით უდიდეს მოგებას ნახულობენ ამ საქმეში ჩართული “ბიზნესმენები”, რომლებიც უკვე გახდნენ ადამიანების უბედურების მიზეზი.

მიმაჩნია, რომ დადგა დრო, დასრულდეს ამ მძარცველი ბიზნესმენების ერა, რომ ქვეყანამ დაიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა – ევროპულად და ღირსეულად… ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და ამ არანორმალურებს არ მივცეთ უფლება, დაუნგრიონ ახალგაზრდებს მომავალი და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ხალხის პრობლემები. გამოსავალი კი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა გაიცეს კრედიტები, რომლის დასაფარადაც მოსახლეობას უწევს სამჯერ, ოთჯერ და ზოგჯერ რვაჯერ მეტის გადახდაც კი, ვიდრე არის ის თანხა, რაც მათ სესხის სახით აიღეს.

მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეზღუდავს სესხების გაცემას მსგავს უზარმაზარ პროცენტებში და სესხები დაექვემდებარება რეალურ საპროცენტო განაკვეთებს.

ბატონო გიორგი, მოგმართავთ ინიციატივით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადავწყვიტოთ, რომ არც ერთ საფინანსო ინსტიტუტს (ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაცია, ლომბარდი თუ სხვა) არ ჰქონდეს უფლება, გასცეს სესხი, რომლის წლიური პროცენტი 50 %-ზე მეტი იქნება.

და აგრეთვე მნიშვნელოვანია, კრედიტები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულმა დაწესებულებებმა გასცენ! ამ პრობლემების მოგვარება შეიძლება სისტემურად და მხოლოდ შესაბამისი კანონისმიღების საფუძველზე, რომელიც ამ უკვე აპრობირებული ხერხით ხალხის ძარცვას ნებისმიერ ორგანიზაციას აუკრძალავს.

10 წლის განმავლობაში უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მმართველი და მფლობელი გახლდით. მზად ვარ, პირადად გავუზიარო ყველას მთელი ჩემი გამოცდილება, რაც ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსაც მოუტანსსარგებელს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით ამ კანონპროექტის შემუშაებით და აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობასწარუდგენთ.

P.S.

ძალიან სამწუხაროა, რომ არ უპასუხეთ ჩემს წერილს, რომელიც ეხებოდა ბანკების მიერ მოსახლეობისთვის გაცემულ კრედიტებს უკანასკნელი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და შემდეგ მათ ქუჩაში გაყრას!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით გაღელვებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი… თუ შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების დაფინანსებასთან დაკავშირებით გექნებათ პრობლემა, მზად ვარ, ამისთვის ჩემი საკუთარი ფული დავხარჯო!

პატივისცემით, პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, უკრაინის დამსახურებული იურისტი, სრულიად უკრაინის საბანკო კავშირის პრეზიდენტი ლეონიდ ჩერნოვეცკი”,- აღნიშულია ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: 2015 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა