რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ წმინდა მიწაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ისრაელელი ბავშვების ნაცვლად ჰამასის ტყვეობაში თვითონ აღმოჩნდეს და ბავშვებს ჩაენაცვლოს.
„მე მზად ვარ, რომ ჩავენაცვლო. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მძევლების გათავისუფლების მცდელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია“, – აცხადებს კარდინალი.