მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა.

“დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან მალე მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ, თავად ჩავერთო მოლაპარაკებებში, რადგან მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი, რადგან ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური, ახლო ერები, ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მათ შორის, უახლეს ისტორიაში. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელმაც 2005 წელს გადაგვარჩინა გაყივნას, სიცივეს, გათიშა თავისი მოსახლეობის 60%-ხე მეტი, რათა საქართველოსთვის მიეცა დენი და სითბო. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც დაგვეხმარა 2008 წელს. მე მზად ვარ, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა”,- ამბობს სააკაშვილი.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/343203859716093/?t=0

 

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი აპრილშიც გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. 26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ გზის გაყვანის შესახებ ინფორმაცია კი 24 მაისს გავრცელდა.

25 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მხარის მიერ არის კონტროლირებადი. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.

27 მაისს საქართველოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, “აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს”.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული – სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს, მაშინ მთელი 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დავით გარეჯში, წაიკითხეთ აქ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა
შემდეგი სტატიადავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება