მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო ყოველდღიურად მძიმდება. მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გუშინ გვიან ღამით რუსთავის ციხეში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს თავს სუსტად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკვე 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.

“იღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელიც შიმშილობასთან არ არის დაკავშირებული. სუსტად არის. მგონი უკვე ორი კვირაა გადასხმები აღარ უტარდება. ბოლო 2-3 დღის წინანდელი ანალიზები კარგი არ იყო. კონსილიუმის შეხვედრა არ იქნება, იმიტომ რომ პრეზიდენტმა უარი თქვა. მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორთა ათეულში მოხვდა
შემდეგი სტატიაფრაქცია “ლელო საქართველოს” პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს