მზად არიან გადაუარონ საქართველოს მოქალაქეებს – კორძაია

ყველაფერზე მიდის შავებში ჩაცმული ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომ პაპუაშვილს, მდინარაძეს, ოხანაშვილს დისკომფორტი არ შეექმნას – ამ განცახადებას დეპუტატი თამარ კორძაია აკეთებს.

კორძაია ეხმაურება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სამართალდამცავებმა იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ძალის გამოყენებით ისინი დააკავეს.

“ყველაფერზე მიდის შავებში ჩაცმული ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმისთვის, რომ ანრი ოხანაშვილს, შალვა პაპუაშვილს და მამუკა მდინარაძეს დისკომფორტი არ შეექმნას, მზად არიან გადაუარონ საქართველოს მოქალაქეებს,“ – ამბობს კორძაია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება გამჭვირვალობის კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩამოდის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა, შიდა საქმეებში ჩარევაა