მუჟავას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა შენდება

გამოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავას დამაკავშირებელი 12 კილომეტრიანი სავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

 

გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, ეზოებში შესასვლელბი, მოხდება მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდის და 30 მილხისდის მშენებლობა-რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. გზის მშენებლობის პირობა სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს სოფელში წინა ვიზიტის დროს მისცა.

 

 

 

 

მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი რუსეთის ფედერაციას ქართული მხარისთვის მტკიცებულებების გადმოცემას სთხოვს