მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სპეციალურ განცხადებს აკეთებს

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სპეციალურ განცხადებს აკეთებს. სოსო ბარათაშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უწყებამ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა.

“სამინისტროს არგუმენტი, რომ გაერო-ს სპეციალური ანგარიშის ავტორმა მოიწონა თურქეთის ციხეებში არსებული ვითარება ეს ასე არ არის, პირიქით, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი შეშფოთებულია თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევით”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. მისივე თქმით, უსაფუძვლოა სამინისტროს არგუმენტი, რომ ვერ მოახდინა იდენტიფიცირება იმ პირების რომლებისგანაც მუქარა მოდიოდა ჩაბუქის ოჯახის მისამართით.

ბარათაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება სრულიად უსუფუძვლოა.

“სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არჩევანი, შეინარჩუნოს ღირსება, თუ იყოს ღირსება აყრილი. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივმართავთ ყველას, გახდეს სასამართლოს მეგობარი მათ შორის პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და არასამთავრობოებს“., – აღნიშნა ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება