,,მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას”

ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია, ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს მუფტმა ბელგარ ქამაშიძემ მუსლიმთა სამმართველოს სახელით გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს, აცნობიერებენ, რომ შესაძლოა ეს ცეცხლი უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას და „დაზღვეული არც ჩვენი სამშობლოა“. ამიტომ, ქამუშაძის განმარტებით, საქართველოს მუსლიმთა კავშირი მიმართავს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ზომები მიიღოს.
„ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია, ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მიღოს ყველა ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება“, – განაცხადა ბეგლარ ქამუშაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, „კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი აქვს საერთო ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს