მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრის წინ ბუკნარში ზუგდიდის სპეცრაზმი შეყავთ

ბუკნარში დღეს ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. სოფელში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა უფლებადამცველები და ადგილობრივები, მოელიან რომ დღეს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

“ორივე მხარე, რა თქმა უნდა მზად არის მოსახლეობის, აბსოლუტური მზაობაა სოფლის მოსახლეობის, რომ დავიწყებას მიეცეს გაუგებრობა” , – ამბობს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია

“ჩვენ გუშინ შევხვდით, როგორც ადგილობრივ მუსლიმებს, ისე ქრისტიანებს, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად იყო თვალშისაცემი ის, რომ ორივე მხარისთვის შერიგება და მშვიდობიანი ცხოვრების გაგრძელება იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. კონფლიქტის ჭრილობა ამგვარ თემებში რჩება და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დამატებითი ძალისხმევა გასწიოს სოლიდარობის შექმნაზე” – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პროგრამის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტსა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელ ვაგონში კაცი მოკლეს