მუსლიმებს შვეიცარიული პასპორტის სანაცვლოდ ცურვას აიძულებენ

შვეიცარიის კანტონის, ბაზელ-ლენდის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოქალაქეობა მიანიჭოს გოგონა-მუსლიმებს, რომლებიც ცურვის გაკვეთილებზე არ დადიან – The Local-ი ავრცელებს.
შვეიცარიის ტელევიზიის ცნობით, საუბარია ორ მუსლიმ დაზე, რომლებიც 12 და 14 წლის არიან და რომლებმაც, რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, უარი განაცხადეს სკოლაში ბასეინზე სიარულზე, რომ მათი ნაწილობრივ შიშველი სხეული არავის დაენახა. ამის შემდეგ მათ შვეიცარიულ პასპორტზე უარი უთხრეს.
როგორც გადაწყვეტილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, სტეფან ვერლემ განაცხადა, ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შვეიცარიის საგანმანათლებლო სისტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. რადგანაც ცურვის გაკვეთილები აუცილებელია, მასზე დაუსწრებლობა ნიშნავს, რომ მოსწავლე მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა: “ისინი კანონის მდგომარეობას არღვევენ, შესაბამისად, მოქალაქეობის უფლებას კარგავენ” – განაცხადა ვერლემ.

გარდა ამისა, მუსლიმი-მოსწავლების ოჯახებმა მსხვილი ჯარიმები უნდა გადაიხადონ, თუკი მაში შვილები ცურვის გაკვეთილებს არ დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, როგორი არმია ეყოლება საქართველოს
შემდეგი სტატიასაქართველოს და უკრაინის გარეშე ევროპული პროექტი დასრულებული არ არის – პოლონელი მინისტრი