“მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!” – ამ სახელწოდებით, თბილისში, რეპუბლიკის მოედანზე, დღეს, 21:00 საათზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები მიიღებენ. ისინი საჯაროდ გააპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად თანხას შეაგროვებენ.