ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ის რესტორან “ქვევრის” მფლობელი იყო, ცნობილი იყო ხელისუფლების მხარდამჭერი საჯარო განცხადებებით, მისი რესტორანი კი ბოლოს შეიარაღებული დაპირისპირების სკანდალში ფიგურირებდა.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მისი ბოლო აქტივობა იყო 27 ოქტომბრის ღამის საათებში. კერძოდ, ბასლანძემ გამოაქვეყნა ფოტოები იტალიიდან.
როგორც ირკვევა, ლაშა ბასლანძე იტალიაში შვილთან, ელენესთან ერთად იმყოფებოდა, იქედან საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა, რის მიზეზადაც გულის გაჩერება სახელდება.
















