,,მურუსიძე ჩვენი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა – ღირსეულ მოსამართლეებს”

ლევან მურუსიძე ჩვენი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა – ღირსეულ მოსამართლეებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ლევან მურუსიძის განცხადება, რომ იმავე განაჩენს გამოიტანდა გირგვლიანის საქმეზე, ცინიკურია და მიანიშნებს, რომ ამ საქმის გააზრება არ მომხდარა.

„მურუსიძე – ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის უბედურების, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა მართლა ღირსეულ მოსამართლეებს. ვიდრე გვექნება ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება, რომ მათ უნდათ თავიანთი ინტერესების გატანის ინსტრუმენტის ქონა, ხელისუფლების დამორჩილებისა და ადამიანების დაჩაგვრის, მანამდე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ამ ყველაფრის სიმბოლოა მურუსიძე და ძალიან ცინიკურია, რომ ის დღესაც კი ამბობს, ზუსტად იმავე განაჩენს გამოვიტანდი გირგვლიანზეო. აქ იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, რომ რაიმე ტიპის გააზრება მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით საშინელი დანაშაულის, პირიქით, ახლაც ამას იძახის. ამ ხელისუფლებას უნდა სწორედ ასეთ ტიპის მართვა: სასამართლოს დამორჩილება, ადამიანების გასრესვა. ამ ყველაფრის სიმბოლო მურუსიძე, ჩინჩალაძე და მოსამართლეების „კლანია“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მუშა დაიღუპა
შემდეგი სტატია1 აპრილიდან საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება