32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

მურთაზ ზოდელავას მეუღლე: უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლის, მაია მუმლაძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ზოდელავას საჭირო კვლევები უტარდება.

„მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მურთაზი გადაყვანილია კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს მეც მოვინახულე და, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- წერს ზოდელავას მეუღლე.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.

banner
წინა სტატიაშივალერი ჩეჩელაშვილი ტრამპის წერილზე: თუ ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, ძალიან კარგი იქნება
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა