მურთაზ ზოდელავა: ზუგდიდში საბანკო მაფია ფაქტიურად მიშვებულია და აღვირახსნილია

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ ბანკისთვის სესხის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენილი გიორგი კიკავას ოჯახი მოინახულა. ზოდელავა მხარეებს შორის გაფორმებულ საკრედიტო-ხელშეკრულებებს გაეცნო.ზოდელავამ ოჯახს დაზარალებულთათვის მიხეილ სააკაშვილის პროგრამის საგარანტიო სერთიფიკატი გადასცა.ოჯახი ოთხ მცირეწლოვან ობოლს ზრდის და მათ სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. მურთაზ ზოდელავა, საბანკო მაფიას აღვირახსნილობაში ადანაშაულებს.„საბანკო მაფია ფაქტიურად მიშვებულია და აღვირახსნილია, ყოველგვარი ინდივიდუალური შემოთავაზების გარეშე, პირდაპირ საეჭვო მანიპულაციის გათვალისწინებით, სახლი რომელშიც ეს ადამიანები დაიბადნენ გაიზარდნენ ფაქტიურად ქუჩაში დატოვეს,“-განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი – ჰიბრიდული ომის წარმოება არის რუსული გეგმები
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: დროშები დაუშვით ევროსკეპტიკოსებო!