17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“მურთაზ ზოდელავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაიყვანეს, ორჯერ გადაიტანა ინსულტი”- სააკაშვილი

მურთაზ ზოდელავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

“ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს. მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე “ნულოვანი ემპათიის” და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებოდნენ – ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს ედავებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„მაკა ბოჭორიშვილი არის სამარცხვინო, ანტიქართველი პოლიტიკოსი“ – გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში