მურთაზ ზოდელავა: რით ვერ გაძღა ბიძინა ივანიშვილი…

ზუგდიდის მერიის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი, ყოფილი მერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არაეფექტურს უწოდებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით „კორუფციულ სქემაში“ ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„დღეს ჩვენ მოვედით მერის შენობაში სადაც არის ის ავადსახსენებელი კაბინეტი, სადაც მოხდა იმ ჩანაწერის ჩაწერა. სადაც მერმა აიღო ბევრი ქრთამი. ჩვენ ვითხოვთ დაიწყოს ინტენსიური გამოძიება და მოვედით, რომ ვნახოთ მიმდინარეობს თუ არა ინტენსიური გამოძიება. აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები რეალურად არ ჩატარებულა, რადგან არ არის დალუქული მერის კაბინეტი და არ არიან დაკითხული მერიის თანამშრომლები… ამ დანაშაულისთვის უნდა დაეკავებინათ ყოფილი მერი და ვიცე მერი, თუმცა ვხედავთ, რომ მხოლოდ ბიზნესმენის დაცვის უფროსი დააკავეს”- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მურთაზ ზოდელავამ.

მისი თქმით, გამომძიებლებს საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ მერიაში, არ არის გამოკითხული ის ადამიანები, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს შესაზლო კორუფციული საქმის ირგვლივ.

“რით ვერ გაძღა ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს დაჯგუფება, ყოველ დღე მოვალთ, სანამ გამომძიებლები არ მოვლენ და სრულყოფილ გამოძიებას არ ჩაატარებენ”- თქვა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოში წყლის ხარისხისა და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება