მურთაზ ზოდელავა: ყველაფერი რაც დღეს მოხდა, იმიტომ, რომ….

ჭავლის მანქანის ოპერატორთა ჯგუფები სახლში წავიდნენ… დარბევის დეპარტამენტის უფროსი გადადგა… სპეცების მთავარი ინსტრუქტორს დაქვემდებარებულებმა სცემეს, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელშ წერს.

“ყველაფერი რაც დღეს მოხდა, იმიტომ, რომ:
– გუშინწინ ჭავლის მანქანის ოპერატორთა ჯგუფები წავიდნენ სახლში (ამიტომ ვერ გამოიყენეს ბოლო ორი დღე ეგ ტექნიკა ეფექტურად – ყველა შეამჩნევდით).
– გუშინ დარბევის დეპარტამენტის უფროსი გადადგა.
– დღეს დილით სპეცების მთავარი ინსტრუქტორი და ფსიქოლოგიური მზაობის უზრუნველმყოფი სასტიკად იცემა დაქვემდებარებულების მიერ, განთავსებულია ღუდუშაურის კლინიკის სპეცნაწილში.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – ბიძიას მმართველობა დასრულებულია, არ უნდა გავჩერდეთ”, – წერს ზოდელავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ივანიშვილი მშვიდობას დაგვპირდა და ომი გაგვიხსნა რუსთაველზე
შემდეგი სტატიასაგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება