მურთაზ ზოდელავა: გუბერნატორი შონია უნდა დააკავონ (video)

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზუგდიდში ფინანსურ პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფება.

საქმე ეხება სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობას.

როგორც ანი წითლიძე აცხადებს, სამართლიანი გამოძიებისთვის უწყებას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირის, ლევან შონიას დაკითხვაც მოუწევს, რადგან რეგიონში კონტრაბანდას სწორედ ის მფარველობს.

„ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და მას შემდეგ, რაც ტოტალური გახდა კონტრაბანდა რეგიონში ფინანსური პოლიცია იძულებული გახდა, ჩვენი არაერთი განცხადების შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება და იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ კონტრაბანდასთან იქნება დაკითხული და აუცილებლად დაისჯება,“ – განაცხადა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ გუბერნატორი შონია კონტრაბანდას მფარველობს და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ის უნდა დააკავონ.

https://youtu.be/sxcimABvjhE

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
შემდეგი სტატია,,არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს” – ინაშვილი