10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

მურთაზ ზოდელავა – არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს – ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.

მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე უკვე ვთქვი, რომ ვიყავი ორგანიზატორი, როდესაც საპროცესო გაფორმდა”, – განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა: მძიმე პასუხისმგებლობაა, როდესაც სხვებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება
შემდეგი სტატიამასკი არჩევნების შედეგებზე: „კოსმოსურმა ლაზერებმა არ იმუშავა“