მურთაზ ზოდელავა: ზვიად კუპრავას ცემა ხელისუფლების ორგანიზებულია ფაქტია

„ჩვენ ვიცით რომ ზვიადი ძალიან აქტიური იყო. რამდენიმე აქცია ჰქონდა პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბოლო დღეების განმავლობაში. პარალელურად, ბოლო დღეებში მნიშვნელოვან და სკანდალურ გამოძიებას აწარმოებდა შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, სადაც გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული და მას უნდა მოეხდინა ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ ამ დიდი კორუფციული ქსელის პრეზენტაცია. პარალელურად გამუდმებულად ის იყო ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ აქციებში, მშვიდობიან აქციებში, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. არანაირი კანონის დარღვევა მას არ მოუხდენია არც ერთხელ. ეს კი ხელისუფლების ორგანიზებულია ფაქტია.  ბუნჩულა გამყრელიძის სახით  გველაპარაკებიან, როგორც ჩანს ჩვენ თავში რომ არ აგვივარდეს ამიტომ გამოუშვეს ზონდერ ჯგუფი, ცოტა ჩაგვიკაკუნეს თავში“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

“მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის. ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ – როგორც კი გამომწერენ, პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია: ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია