მურმან დუმბაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას შეუერთდა

მურმან დუმბაძე კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას შეურთდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად, „ბედნიერი საქართველოსთვის“ რიგებში საზოგადოება მედეა ვასაძესაც იხილავს.

ვიცე-სპიკერის თქმით, მთავარი, რითაც გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გამოცდილებაა.

მურმან დუმბაძეს ჯერ-ჯერობით უჭირს პარტიის ყრილობის თარიღზე საუბარი და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი საინიციატივო ჯგუფის შექმნაა.

ლეონიდ ჩერნოვეცკისთან შესაძლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს მედეა ვასაძე, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიიღებს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა შესაძლოა აიკრძალოს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში დაკითხეს