მურმან დუმბაძე: ბიძინას ტრიუკი, როგორმე ოპოზიცია შეეთრია პარლამენტში – ჩავარდა

„დანიელსონი გაემგზავრა. ყველაფერი დამთავრდა კარგად“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე.

მისივე თქმით, ბიძინას ეშინია მხოლოდ პუტინის და ეს დამტკიცდა.

„ 1. ბიძინას ტრიუკი, როგორმე ოპოზიცია შეეთრია პარლამენტში – ჩავარდა. 2. ბლებისციტი, 2021-ის თვითმმართველობაზე არჩევნების მიბმა, 2022-ის გაზაფხულზე არჩევნების ჩატარება და მისთანა სისულელეები -ჩავარდა. 3. ბიძინას ეშინია მხოლოდ პუტინის – დამტკიცდა. 4. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი განუსაზღვრელად დიდია (თითო პროცენტიანი პარტიები ას ას კაცსაც ვერ გამოიყვანს მიტინგზე) – დამტკიცდა. 5. ევროპას მადლობა, იმედი ამერიკის – დამტკიცდა. 6. ჰო, მნიშვნელოვანია, კინაღამ გამომრჩა ოპოზიცია არ გაიყიდა – დამტკიცდა. 7. რეჟიმი არ იცვლება მოლაპარაკებით და ბიულეტენით – დამტკიცდა. დანარჩენი დაამატეთ/გამოაკელით. ((გამოსაკლები არც არაფერია) გამოსავალი: მთელი ქვეყნის მასშტაბით (ზვიად გამსახურდიას გზა – ლოკალური აქციებით კომუნისტებს გამოღლიტა მრავალპარტიული არჩევნები). 200, 250 ლოკაცია ქვეყნის მასშტაბით, ერთ ლოკაციაზე 50 პოლიციელი, სულ 10 ათასი პოლიციელი. დავქანცოთ ივანიშვილი. გაქრებიან მარტის თოვლივით. ხსნა საქართველოს მოქალაქეშია, თითოეულ ჩვენთაგანშია. არ შედრკეთ! ყველაფერი მიდის მაგრად!”- წერს მურმან დუმბაძე.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ზოგიერთი ოპოს კეკლუცობა„წამოგვეღო სასამართლო რეფორმა მაინცო“ ან საკითხის არცოდნაა ან დასპონსორებული ეშმაკობა
შემდეგი სტატიაბოკერია: მცირე სასჯელია, მაგრამ გირჩიც და ოცნებაც ერთმანეთთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იმსახურებენ