მურმან დუმბაძე: 31 ოქტომბერს სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში

“2020 წლის 31 ოქტომბერს, 20 საათსა და 01 წუთზე თქვენი მარჯვენით და თქვენი მარცხენით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა, მიეცემა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება, ის დაბრუნდება საქართველოში ” – თქვა მურმან დუმბაძემ, რომელიც ენმ-ძალა ერთობაშიას სიის 41-ე ნომერია.

ცნობისთვის, მურმან დუმბაძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატია. 2012 წელს, ქართული ოცნების დეპუტატი ამბობდა – “ვინც ხუთიანს მოხაზავს მარჯვენა ხელით – კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხაზავს, ინფექცია გაუჩნდება”.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება იმართება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა