მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და ჰოსპიტალიზებულია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა, – ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჯავის რაიონში, „ჯიოევის კუთვნილ ბაღში“ მოხდა.

ჯიოევი თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიდავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკალაძე – ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს