მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმეს

მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციითვე, ზ.ფ.-ს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმოობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ასევე ძალადობის მუხლსაც დაემატა ჯგუფური ძალადობა.

3 იანვრის დილით ვარკეთილის ე.წ. “დამპალოს სასაფლაოზე” 24 წლის ბიჭი ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი – გატეხილი.

წურწუმია სასაფლაოზე ძმასთან ერთად იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა. პროკურატურამ საქმეზე ერთი სპეცრაზმელი დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა. ასევე დაკავებულია მეორე პირიც, რომელიც დკაავებული სპეცრაზმელის მეგობარია. ბრალი მასაც ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ადაზიანებისთვის აქვს წაყენებული, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის “დამპალოს” სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას “მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ”.

დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულ სპეცრაზმელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მეორე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო დღეს იმსჯელებს, პროკურატურა ამ შემთხვევაშიც პატიმრობას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი, ანაკლია და რუსეთთან ურთიერთობა – რომან კაკულიას სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, პროკურატურას მურად წურწუმიას საქმის მისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს