მუქარა შს მინისტრისგან, შანტაჟი ეროვნული ბანკისგან, ბრძოლა “კაგებეშნიკური მეთოდებით” – ხაზარაძის სკანდალური განცხადებები TBC ბანკის საქმეზე

კითხვა, ვინ დგას TBC ბანკზე მიტანილი შეტევის უკან პასუხგაცემულია – TBC ბანკის დამფუძნებელმა დღეს პარლამენტში, ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შსს მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი და რომ ვიცე-პრემიერი მას რეპუტაციის განადგურებას ჰპირდებოდა.

ხაზარაძემ თქვა ისიც, რომ ამ მუქარის შესახებ მან პროკრატურის წარმომადგენლებსაც აცნობა, სადაც დამატებითი კითხვები რატომღაც არ გასჩენიათ და არც გამოძიება დაწყებულა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის კითხვაზე, რა არის წერილის შინაარსი ხაზარაძე ამბობს, რომ შს მინისტრის წერილში კონკრეტული პირობებია წამოყენებული და მისი არ შესრულების შემთხვევაში მას საქართველოში და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებაში რეპუტაციის განადგურებით ემუქრება.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები შს მინისტრის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. ხაზარაძე პირობას დებს, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის თაროზე შემოდების უფლებას არავის მისცემს.

ხაზარაძემ დღეს ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე და იმ წერილებზე, რომელიც ბანკიდან მიიღო.

TBC ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა და ბანკიდან ჩამოცილებას სთხოვდა, როგორც ხელმძღვანელი პოზიციის დათმობასა, ასევე სამეურვეო საბჭოს დატოვებას სთხოვდა.

ხაზარაძის განცხადებით, მას თანამდებობა ზეწოლის გამო არ დაუტოვებია. მისი თქმით, გადაწყვეტილება კამბოჯაში მიმავალმა მიიღო და ეს ერთადერთი გზა იყო, რათა ბანკი გადარჩენილიყო.

banner
წინა სტატიაში“8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო… რა უნდათ თქვენგან?” – რომან გოცირიძის შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს
შემდეგი სტატიაირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, მუქარის წერილი მომენტალურად მიეტანა პროკურატურაში