12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ა.გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით 1967 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით 4000 აშშ დოლარს სთხოვდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 23 წლის მამაკაცი მძმედ დაჭრეს – მკვლელობის მცდელობისთვივს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული
შემდეგი სტატიაგრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება