მუქარა მოწმეებსა და ადვოკატებზე? – “მოწმეები ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ”

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის თქმით, მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია მუქარას ახორციელებს ფარცხალაძის ადვოკატების მიმართაც.

“ჩვენ ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ მომხდარი შემთხვევის ნებისმიერ თვითმხილველ პირს, არ შეგეშინდეთ საქართველოს მთავარი აუდიტორის მუქარის, ნუ მოგერიდებათ, თქვათ სიმართლე, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. სიმართლეს დავიცავთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმით. ჩვენ ასეთი სახის ღია მოწოდება ნებისმიერი თვითმხილველი პირის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა შარდენზე კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი, უარი განაცხადა გამოკითხვაზე და მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც იგი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა, ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე. შევახსენებთ ბატონ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, ასევე მუქარა და ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მისგან განსხვავებით დროულად შევატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ადვოკატები სამოქალაქო სექტორს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ გენერალური აუდიტორის გამონათქვამებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიასაფინანსო კომპანია Mfx capital-ის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წარედგინა – მათი ძებნის შესახებ დადგენილება გამოტანილია