მუქარა და ზეწოლა ტყიბულის მერის მოადგილეზე – სოფიო ბოჭორიშვილი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს

მუქარა და ზეწოლა ტყიბულის მერის მოადგილეზე – სოფიო ბოჭორიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას ემუქრებიან და მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.

“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს. იყო რეალური მუქარა. გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი, თუმცა, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან ტყიბულის გამგებლის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი მერის მოადგილეა. ის ამ დრომდე ერთადერთი კადრია, რომელიც ყოფილი მაჟორიტარის – ელისო ჩაფიძის, რეკომენდაციით დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – აჭარის მთავარ სამმართველოში დაპირისპირების მონაწილეები გამოჰკითხეს
შემდეგი სტატია„აჭარის ტელევიზია და აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიზანში ამოიღო ხელისუფლებამ” – არმაზ ახვლედიანი