მუქარა და შანტაჟი საარჩევნო შტაბის წევრებზე – “ძალა ერთობაშია”-ს წევრები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია, ხელისუფლებას ზეწოლასა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული და ისინი შტაბის წევრებზე ზეწოლას ახდენენ. ვაშაძის თქმით, ხდება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრების დაშინება და შანტაჟი. ვაშაძემ ბრიფინგზე კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

„ნაცვლად იმისა, რომ გამოიკვლიონ ეს კორუფციული ფაქტები, ნაცვლად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაათავისუფლოს ეს ადამიანები თანამდებობიდან დაბარებულია ჩვენი შტაბის წევრი.“-აცხადებს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს
შემდეგი სტატიააჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა