მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – ინგა გრიგოლიას დაკითხვა გვიან ღამით დასრულდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2018 10:25

მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – ინგა გრიგოლიას დაკითხვა გვიან ღამით დასრულდა

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა. გამოკითხვაზე ჟურნალისტის დაბარება მის მიმართ განხორციელებულ მუქარას ეხება.

სამართალდამცველებმა გამოკითხეს გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძე, რომელსაც უცნობმა პიროვნებამ მუქარის შემცველი წერილი ინგა გრიგოლიასთვის პირადად გადასცა. ასევე ტვ „პირველის“ ოპერატორი ზვიად სისაური. სამართალდამცველები სავარაუდოდ ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და სხვა თანამშრომლებსაც დაკითხავენ.

ინგა გრიგოლიას თქმით, უცნობი მამაკაცი მას 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.

„საქართველოში ქალებზე ძალადობენ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შემცირდეს ასეთი ტიპის ძალადობები. მართლა მგონია, რომ რაღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმია და ეს არ არსი ჩემს ცხოვრებაში რეალობა. არ ვიღებდი ხმას იმიტომ, რომ მქონდა იმედი დამიცავდა სახელმწიფო. იმედია, რომ მთელი სიმკაცრით დაისჯება ადამიანი, რომელიც ასეთ სტრესში მაცხოვრებს,“-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2018 10:25

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,588
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics