მუფტი დმანისის მოვლენებზე – კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მზად ვართ საპატრიარქოსთანაც ვისაუბროთ

დმანისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეაფასეს სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფმტა. მათ მზადყოფნა გამოხატეს, რომ მოლაპარაკება საპატრიარქოსთანაც ჰქონდეთ რათა ადგილზე ვითარება აღარ გამწვავდეს.

“სამწუხაროა, აღნიშნულმა საყოფაცხოვრებო ნიადგაზე დაწყებულმა კონფლიქტმა მიიღო ასეთი მასშტაბები და ეთნიკური კონფლიქტის საშიშროების წინაშე დაგვაყენა. შევხვდით მოსახლეობას, გამოვიკვლიეთ მიზეზები, მსგავსი ინციდენტები ხშირი იყო, მაგრამ ასეთ მასშტაბებში არ გადაზდილა”, – თქვა სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა.

სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია რიგი ღონისძიებები გატარდეს, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრა და საუბარი შედგეს.

“ჩვენ უპირველესად სასულიერო პირები ვართ და ყველა საკითხს ამ ჭრილში განვიხილავთ, რადგან გუშინ შეთანხმება მიღწეული იყო ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეასრულებენ დადებულ პირობას და მშვიდობიანად გააგრძელებენ თანაცხოვრებას. აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის მოსახლეობასთან საუბარი, მზად ვართ საპატრიარქოსთანაც გვქონდეს დიალოგი იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის აღმოფხვრა”, – თქვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაია – უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე – დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ