მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.

პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიალუდა ღუდუშაური – გახარიას მიზანია როგორმე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 43% -ს დაახლოვოს, რაც კრახით
შემდეგი სტატიაშაქარიშვილი – ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?!