25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

აღნიშნული პროექტის საპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო „მეტრიკი“ ახორციელებდა. მიუხედავად ფონდის მხრიდან არაერთი სამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საჭირო პროგრესისა და შედეგის მიღწევა, რის გამოც ფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა”,_ აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

banner
წინა სტატიაში“გახარია საქართველოსთვის” პროკურატურას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიასერგეი აქსიონოვი: ყირიმში საწვავისა და ენერგეტიკის კრიზისია