13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“პროექტების განხორციელების შედეგად სკოლები 8 000 მოსწავლეს მოემსახურება და მოიცავს როგორც რეგიონებს, ისე დედაქალაქს

პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.

ხელშეკრულებები ითვალისწინებს სკოლების შენობების მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განახლების დეტალური გეგმების მომზადებას, რაც მოიცავს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მათ გამაგრებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას და მათ ადაპტირებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნებზე. გაუმჯობესდება საინჟინრო კომუნიკაციები, მათ შორის განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემო და განხორციელდება ტერიტორიების კეთილმოწყობა”,_ აცხადებს სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კუბაზე კონტროლს ირანიდან დაბრუნებისას დაამყარებს
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ “განტევების ვაცი” ეპოვნათ და ეს ბიზნესი ყოფილიყო” – სოსო ბერიკაშვილი