15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შონია 2025 წლის აგვისტოდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო. 2025 წლის ივნისის ბოლომდე ეკავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ასევე იყო მინისტრის მრჩეველი. 2018-2025 წლებში იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2014-2018 წლებში საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

გიორგი შონიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი: ივანიშვილი ხუთოსანი მოსწავლესავით ასრულებს კრემლის დავალებას, რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს
შემდეგი სტატიაეკა კუპატაძე: დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე