მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს სანქცია-საურავები ჩამოეწერებათ და 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს სანქცია-საურავები ჩამოეწერებათ და 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს ვადები უნდა აღუდგეს, რისთვისაც საჭიროა აღნიშნულმა სუბიექტებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ.

„ გუშინ საკრებულომ ასევე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრე. ამჯერად მინდა მივმართო იმ სუბიექტებს, რომლებიც ხვდებიან აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით.

რაც შეეხება მიმართვის ვადას, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ პირველ აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია ხვალიდან განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე“,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მომავალი წლიდან 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას
შემდეგი სტატიაბიზნესსუბიექტებს თბილისის მერიისგან შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა პირველ აპრილამდე აქვთ