მუმლაძე: აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად

ეს იყო მიზეზი და საბაბი, აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად, რომელიც 7 თვეზე მეტია, პარლამენტთან აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტიკურ დევნას – ასე ეხმაურება მოძრაობა “საქართველოსთვის” დღეს, მოძალადე დაჯგუფებების მხრიდან მათი კარვების დარბევას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს:

„დღეს საქართველოში პრორუსულმა ძალებმა გაილაშქრეს თავისუფლებასა და ეროვნულ ღირსებაზე. მათ თბილისის ქუჩებში მოაწყვეს არეულობა, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებას. თითქოს ეს იყო კონტრაქცია პრაიდის წინააღმდეგ. ეს იყო მიზეზი და საბაბი, აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად, რომელიც 7 თვეზე მეტია, პარლამენტთან აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტიკურ დევნას. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც რადიკალები მივიდნენ პარლამენტთან, მაშინვე დაიწყეს ჩვენი სივრცის უმოწყალოდ დარბევა. ეს იყო იმის ჩვენება, რომ ასე მოექცევიან ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაილაშქრებს.

ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული აქცია, ოლიგარქი ივანიშვილი ამ მეთოდებით მართავს დღეს ქვეყანას, ამაში მას ეხმარებიან საპატრიარქოსთან დაახლოებული რადიკალური ძალები. რწმენასთან არაფერი საერთო არ აქვთ ამ ადამიანებს, მათ უნდოდათ, ჩაეხშოთ ის პროტესტი, რაც იყო. ჩვენ მიზანმიმართულად გავეცალეთ და თავი ავარიდეთ ესკალაციას. დღეს ჩვენ გამოვეცალეთ იმ სივრცეს მშვიდობიანად და ისევე დავიბრუნებთ, როგორც მანამდე, შეუპოვარი ბრძოლით, ჩვენი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ “ქართული ოცნების” ოფისთან.

banner
წინა სტატიაშიმწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას
შემდეგი სტატიასაია: ვგმობთ ჰომოფობების ქმედებებს, პრემიერის განცხადებას და შსს-ს არასათანადო რეაგირებას