მულახში მესაზღვრე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დისტანციურად გაიმართა. მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა,რადგან არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე,რასაც პროკურატურა ითხოვდა. მესაზღვრე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგახარია სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერობაზე
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს