მუხთარლის ადვოკატს ლიცენზია შეუჩერეს

აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ აფგან მუხთარლის ადვოკატს, ნემათ ქარიმ-ლის ლიცენზია სააპელაციო სხდომის წინა დღეს შეუჩერა. მუხთარლის უფლებათა უკვე ყოფილ დამცველს საადვოკატო საქმიანობა ერთი წლით აეკრძლა. პროკურატურა ქარიმ-ლის მუხთარლის საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესების დამცველია, აცხადებს, რომ ნემათ ქარიმ-ლისთან დაკავშირებული ეპიზოდი მუხთარლის საქმესთან ერთად აუცილებლად მოხვდება ევროსასამართლოში.

“როგორც აზერბაიჯანელი კოლეგები გვეუბნებიან, ხელისუფლებისათვის არასასურველი ადვოკატებს ამ წესით უჩერებენ ადვოკატის სტატუსს და იშორებენ თავიდან, რაც ნამდვილად არ გამოიღებს იმ შედეგებს, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმებს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ,”-აცხადებს მუხთარლის ქართველი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე,” – მიხეილ ჯანელიძე გაეროში სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა