მუხთარლის ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

აფგან მუხთარლის ადვოკატი მთავარ პროკურატურას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს. უფლებადამცველმა განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს შეიტანა.
გარდა ამისა ადვოკატი პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია საქმის მასალებს გადაცემა „პოსტსკრიპტუმისთვის“ მუხთარლის მიერ მიცემული ინტერვიუ დაერთოს.
შეგახსენებთ, რომ P.S.-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლი მისი გატაცების სქემაზე საუბრობს და სავარაუდო დამკვეთ პირებს ასახელებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მისი საქართველოდან გატაცების საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული

banner
წინა სტატიაშირუსთავში, საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატია,,გუგეშაშვილის შვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ, ველოდებით საავადმყოფოში მეუფის მოსვლას, რომ შვილის ამბავი უთხრას”