მუხთარლი პატიმრობაში რჩება – შაქის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

შაქის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი, 6-წლიანი პატიმრობა, ძალაში დატოვა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, მესაზღვრის ფიზიკურად შეურაცხყოფისა და თანხის არადეკლარირებულად გადატანაში ადანაშულებენ. სხდომაზე მესაზღვრემ, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და რომელიც თითქოს საავადმყოფოშიც მოხვდა, ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოადგენა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა. ადვოკატები საქმეს ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი უკვე სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

“ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამას ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, რომელიც საკუთარ სფეროში საუკეთესოა, ლიცენზიის ჩამორთმევა,”-აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პრესის თავისუფლების დღე -“რ2”-სა და აფგან მუხთარლის საქმეები Freedom House-ის ანგარიშში
შემდეგი სტატია“გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე,” – მიხეილ ჯანელიძე გაეროში სიტყვით გამოვიდა